კაჭარავას პირველი გოლი 2019 წელს
Aa
Aa

კაჭარავას პირველი გოლი 2019 წელს

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში ''ანორთოსისმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''პარალიმნი.'' ანგარიში მე-2 წუთზე ''ანორთოსისის'' ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ გახსნა.

 

''ანორთოსისის'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კაჭარავამ და ბექა მიქელთაძემ ითამაშეს. მიქელთაძემ შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო კაჭარავა 86-ე წუთზე შეცვალეს.

''პარალიმნის'' 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' 27 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ''პარალიმნი'' 13 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

მიმდინარე წელს ნიკა კაჭარავამ პირველი გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში სამი გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები