დვალი პოლონეთიდან უნგრეთში მიდის
Aa
Aa

დვალი პოლონეთიდან უნგრეთში მიდის

პოლონური ''პოგონის'' ქართველი მცველი შესაძლოა უნგრული ''ფერენცვაროშის'' ფეხბურთელი გახდეს. СrystalSport-ის ინფორმაციით დვალი უნგრეთში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და დიდი ალბათობით უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერთან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

''ფერენცვაროშის'' მთავარი მწვრთნელი უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვია. გასულ სეზონში ''ფერენცვაროშმა'' უნგრეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ლაშა დვალის შეძენა ყაზანის ''რუბინსაც'' სურდა, თუმცა მოლაპარაკება არ გამართულა.

დვალმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. გერმანული ''დუისბურგის,'' ვროცლავის ''შლიონსკისა'' და თურქული ''ქასიმფაშას'' ყოფილმა მოთამაშემ ერთა ლიგის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

მოთამაშის სიმაღლე 191 სანტიმეტრია. მან 2017 წელს რამდენიმე თვე იჯარის წესით ყაზახურ ''ირტიშში'' გაატარა. გარდა ამისა კარირის დასაწყისში კონტრაქტი ინგლისურ ''რედინგთან'' გააფორმა.

ინგლისის, გერმანიის, პოლონეთის, თურქეთისა და ყაზახეთის შემდეგ დვალი უნგრეთში ითამაშებს.

ფოტო: pogonszczecin.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები