ესპანელი ფეხბურთელი თბილისის ''დინამოში''
თბილისის ''დინამოში'' ესპანელი ფეხბურთელი ფრან კარბია ჩაირიცხა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 26 წლის ნახევარმცველმა თბილისურ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ესპანელი მოთამაშე ''ხიმნასტიკის'' აღზრდილია, 2013 წლიდან ''რეუს დეპორტიუში'' ასპარეზობდა. მან ლა ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში17 მატჩში ჩაატარა და ერთადერთი გოლი ''ელჩეს'' გაუტანა.
2016 წლიდან მოყოლებული მას ლა ლიგა 2-ში 82 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 10 გოლი და 3 საგოლე პასია.
შეგახსენებთ, თბილისის ''დინამოს'' სამწვრთნელო შტაბში კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი იმუშავებს.
