ლივერპულს ლიდერი დატოვებს?
Aa
Aa

ლივერპულს ლიდერი დატოვებს?

იურგენ კლოპი თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კონდინციებით უკმაყოფილოა და დიდია იმის ალბათობა, რომ "ენფილდი" "წითლების" შეტევების გამორჩეულმა წევრმა დატოვოს. 

საქმე ეხება დანიელ სტარიჯს, რომელიც ტრავმებმა გატანჯა და მიმდინარე პრემიერ ლიგაში 5-ზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. მერსესაიდელებთან სტარიჯს კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ბოლოდროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ლივერპულელთა ხელმძღვანელები ფეხბურთელის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდნენ. 

ასე რომ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, კარგი შემოთავაზების პირობებში, დიდი შანსია, რომ 26 წლის ფორვარდმა "ლივერპული" დატოვოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები