Aa
Aa

"ინტერმა" პერიშიჩს ფასი დააკლო - შანსი "მანჩესტერს"

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერმა“ ივან პერიშიჩის ფასი დაწია. ამიერიდან, დაინტერესებულ კლუბს ხორვატის შეძენა 50 მილიონი ფუნტის ნაცვლად 30-ად შეეძლება.

როგორც ცნობილია, 29 წლის გარემარბის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს და ახლა უკვე მისი გადაბირების გაცილებით რეალური შანსი ექნება.

ცნობილია, რომ სოლსკიაერმა კლუბს ცენტრალური მცველისა და ფლანგის შემტევის შეძენა მოსთხოვა.. პერიშიჩს კი ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაში შეუძლია.

არ არის გამორიცხული, რომ „მანკუნიანელებმა“ ხორვატის შეძენა ამ ზამთარშივე სცადონ.

უშუალოდ „ინტერის“ ასეთი ნაბიჯი კი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ კლუბი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი უკვე აღარ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები