უახლოეს დღეებში
Aa
Aa

უახლოეს დღეებში "ჩელსი" იგუაინს გაიფორმებს

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, გონსალო იგუაინმა „ჩელსიში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ის უახლოეს დღეებში „არისტოკრათა“ მაისურს მოირგებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელმა ფორვარდმა ლონდონელთა შემოთავაზებები მიიღო და ამ დღეებში, როდესაც მორატა „ჩელსის“ დატოვებს იგუაინი „ლურჯებს“ შეუერთდება.

იგუაინი თავის ყოფილ მწვთნელთან მაურიციო სარისთან კვლავ იმუშავებს.

31 წლის ფორვარდმა კარიერის საუკეთესო შედეგი, სეზონში 37 გოლი სწორედ „ნაპოლიში“ სარისთან მუშაობის პერიოდში დააფიქსირა.

„არისტოკრატებს“ მაღალი დონის და სტაბილურად გამტანი ცენტრფორვარდი სჭირდებოდათ, რადგან ედენ აზარის ცრუ ცხრიანზე გამოყენებამ არ გაამართლა და გუნდს პრობლემები შეექმნა.

„ჩელსი“ გონსალო იგუაინისთვის კარიერაში „რივერ პლეიტის“, „რეალის“, ნაპოლის“, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შემდეგ მე-6 კლუბი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები