Aa
Aa

"ჩელსის" ცხრა ნომერი სჭირდება - იგუაინი, კავანი, კოშტა - სარის სია

Sunday Express-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" "პსჟ"-ს ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის შეძენა სურს.

ურუგვაელი ფორვარდის დამატებას თავად მაურიციო სარი ითხოვს. იტალიელ სპეციალისტს სტაბილურად გამტანი ცენტრფორვარდის შეძენა უნდა და კლუბს ახალი თავდამსხმელის ყიდვას ზამთარშივე სთხოვს.

Goal-ის ინფორმაციით, სარი მეორე ვარიანტსაც განიხილავს და ეს დიეგო კოშტას უკან დაბრუნებაა.

როგორც ცნობილია, კოშტამ "არისტოკრატები" კონტესთან კონფლიქტის გამო დატოვა. ბრაზილო-ესპანელი ფორვარდი "ატლეტიკოში" თავის საუკეთესო ფეხბურთს ნამდვილად ვერ აჩვენებს და მადრიდელებიც მის გაყიდვაზე დაფიქრდნენ.

აქვე გეტყვით, რომ "ჩელსის" გეგმებში გონსალო იგუაინის შეძენაც შედის, რომლის მორატაში გაცვლა იგეგმება.
ვნახოთ რომელ ცეტრფორვარდს დაიმატებენ ლონდონელები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები