გოდინი სერია ა-ში -
Aa
Aa

გოდინი სერია ა-ში - "ინტერთან" შეთანხმება მიღწეულია

Sky Italia-ს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი კაპიტანი დიეგო გოდინი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას და კარიერის სერია ა-ში გაგრძელებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, გოდინის შეძენა მილანის "ინტერს" სურს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოსაც არიან.

"ინტერი" გოდინის 2-ს პლიუს 1 კონტრაქტს სთავაზობს, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა. ფინანსური მხარე ჯერჯერობით არ ხმაურდება.

თავის მხრივ "ატლეტიკოს" გოდინის დარჩენა სურს და ამას მთელი ძალებითაც ცდილობს, თუმცა ურუგვაელს იტალიაში გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ლა ლიგაში დარჩენას აღარ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გოდინი "ატლეტიკოს" ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 368 შეხვედრაში 25 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები