''საბურთალომ'' სერია ა-ს ყოფილ ფეხბურთელთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

''საბურთალომ'' სერია ა-ს ყოფილ ფეხბურთელთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში შესაძლოა რუმინელი ფეხბურთელი კონსტანტინ ნიკა ჩაირიცხოს. CrystalSport-ის ცნობით ნიკამ საქართველოს ჩემპიონთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. დიდი ალბათობით 25 წლის მოთამაშე კარიერას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში გააგრძელებს.

2013-15 წლებში ნიკას იტალიის სერია ა-ში ბერგამოს ''ატალანტასა'' და ''ჩეზენას'' მაისურით უთამაშია. ამპლუით მცველმა სერია ა-ში 15 მატჩი ჩაატარა, 7 მატჩი ''ატალანტას'' მაისურით, 8 შეხვედრა კი ''ჩეზენას'' რიგებში.

ფეხბურთელს სერია ა-ს გარდა იტალიის სერია ბ-შიც უთამაშია. 2014-15 წლების სეზონში რუმინელმა ''აველინოს'' შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ''საბურთალოს'' პოტენციურმა ახალწვეულმა 2016-17 წლების სეზონში სერია ბ-ს ''ლატინაში'' იასპარეზა.

იტალიაში ასპარეზობისას ნიკას ტურინის ''იუვენტუსის,'' ფლორენციის ''ფიორენტინას,'' ''ინტერისა'' და ''მილანის'' წინააღმდეგ უთამაშია.

კონსტანტინ ნიკამ გასული სეზონი ბუქარესტის ''დინამოში'' დაასრულა.

ფეხბურთელს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული, 2013 წელს ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკეთთან ითამაშა.

მსგავსი სიახლეები