Aa
Aa

ჩაკვეტაძე 2018 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია!

28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა.  მასთან ერთად საუკეთესო სამეულში საბა კვერკველია და ჯაბა კანკავა მოხვდნენ.

GFF AWARDS 2018-ზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წლის საუკეთესოები დაასახელეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში ეროვნული ლიგის თითოეული კლუბის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი - გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), რომელიც ასევე 22 გატანილი გოლით, ბუდუ ზივზივაძესთან (დინამო, თბილისი) ერთად ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი - ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი)

2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - ჯოვინო ფლამარიონი(დინამო, ბათუმი - 24 გოლი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

დაჯილდოვებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო, ქუთაისი), მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი), მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე (საბურთალო, თბილისი), ვაგნერი (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი (დილა, გორი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი ჯავახაძე (3000 ლარი), მეორე ადგილი - ელენე ადამაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გიორგი ნებურიშვილი (1000 ლარი).

GFF Awards 2018-ზე ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს კოტე მახარაძის სახელობის პრიზი გადაეცა. აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი გიორგი გაბედავა გახდა. 

erovnuliliga.ge

მსგავსი სიახლეები