ბენდერი: „დორტმუნდს“ შეტევის ხაზში პრობლემები აქვს
Aa
Aa

ბენდერი: „დორტმუნდს“ შეტევის ხაზში პრობლემები აქვს

„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით უკმაყოფილება გამოხატა. გასულ უქმეებზე იურგენ კლოპის შეგირდებმა მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. აშკარაა, რომ ბორუსიელებს შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ. ბოლო 5 თამაშში დორტმუნდელებმა, მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხეს. „რეკორდმაისტერებთან“ განცდილი მარცხის გამო, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

ბენდერი ფიქრობს, რომ შემტევმა ხაზმა უფრო მეტი მობილიზება უნდა გამოიჩინოს და რაც შეიძლება მეტი საგოლე მომენტი შექმნას.

„ეჭვგარეშეა, რომ ბოლო დროს გოლების გატანა გვიჭირს. ეს არამარტო თავდასხმას ეხება. უკანა ხაზიც ვალდებულია, რომ მეტოქეს პრობლემები შეუქმნას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დარჩენილ მატჩებში ქულების მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვოთ“ - განაცხადა ბენდერმა.

ბუნდესლიგის 27 ტურის შემდეგ დორტმუნდის ბორუსიამ მეტოქის კარის აღება მხოლოდ 34 ჯერ მოახერხა, მაშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 8 თამაშში გუნდს 17 გოლი ჰქონდა გატანილი.

 

იურგენ კლოპის გუნდში საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომელსაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

ცხელი ამბები