Aa
Aa

''ვიტ ჯორჯია'' ელიტაში დაბრუნდა - ''სამტრედია'' ''მცხეთა პარკზე'' განადგურდა

საქართველოს ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგაში ''ვიტ ჯორჯია'' დაბრუნდა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ფლე-ოფის საპასუხო შეხვედრაში ''მცხეთა პარკზე''  ''სამტრედია'' 4:0 გაანადგურა. გოლები ზურაბ ღირდალაძის, ნიკა მაისურაძის, დავით საჯაიასა და გიორგი ვაზაგაშვილის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მე-7 წუთზე გიორგი დარასელიას გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მთავარმა მსაჯმა შოთა კერძევაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე სტუმართა ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მისი დარტყმისას მეკარე ჯონი შეროზიამ ბურთი მოიგერია და მატჩი დასრულდა.

გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ქუთაისში, ''რამაზ შენგელიაზე'' ფრედ 2:2 დასრულდა.

''ვიტ ჯორჯია'' საქართველოს უმაღლესი ლიგიდან 2014-15 წლების სეზონში გავარდა და 2019 წელს ელიტარულ გათამაშებას დაუბრუნდება.

2019 წლის ეროვნულ ლიგაში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ''საბურთალო,'' თბილისის ''დინამო,'' ქუთაისის ''ტორპედო,'' საჩხერის ''ჩიხურა,'' გორის ''დილა,'' თბილისის ''ლოკომოტივი,'' ''რუსთავი,'' ბოლნისის ''სიონი,'' თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' და ბათუმის ''დინამო.''

ფოტო: ''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები