ვილი კაბალიეროს ქალაქები აერია
Aa
Aa

ვილი კაბალიეროს ქალაქები აერია

გუშინ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. „ლონდონის ჩელსი“ სტუმრად „მოლ ვიდის“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა. უნგრელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა „არისტოკრატებმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ჯგუფური ეტაპი მარცხის გარეშე ჩაამთავრეს.

„ლურჯები“ გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ და კარს ვილი კაბალიერო იცავდა. ეს უკანასკნელი კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა გოლკიპერმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უნებლიე შეცდომა გაეპარა.

კაბალიერომ შეხვედრის ჩატარების ადგილად სტამბული მოიხსენია, რეალურად კი მატჩი თურქული ქალაქიდან 663 მილის დაშორებით, ბუდაპეშტში, გაიმართა.

„სამწუხაროდ გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მებრძოლი სული და ჟინი გამოვავლინეთ. მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სტამბულში ისინი საშინელი ყინვის მიუხედავად ჩვენს გვერდით იდგნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები