ცეცაძის გუნდის მეტოქეები ცნობილია - საქართველო საფრანგეთთან მოხვდა
Aa
Aa

ცეცაძის გუნდის მეტოქეები ცნობილია - საქართველო საფრანგეთთან მოხვდა

ევრო 2021-ის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთთან, სლოვაკეთთან, შვეიცარიასთან, ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან ერთად ითამაშებს. 

წილისყრა ნიონში გაიმართა. საქართველოს ნაკრები წილისყრისას D კალათაში მოხვდა. 

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის 2021 წლის ივნისში უნგრეთსა და სლოვენიაში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე 9 პირველადგილოსანი ითამაშებს. გარდა ამისა ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი ფლეი ოფში ითამაშებს და მათ შორის გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. 10 გუნდს ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვენია დაემატებიან.

შესარჩევი ციკლი სტარტს 2019 წლის მარტში აიღებს და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. ფლეი ოფის შეხვედრები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძეა. ევრო 2019-ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა წარუმატებელი გამოსვლის გამო გეგუჩაძე ცეცაძემ შეცვალა. გია ცეცაძის მთავარი მწვრთნელობისას 21 წლამდე ნაკრებმა 5 ოფიციალური შეხვერდა გამართა (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები