ოჯახი და გოლის აღნიშვნა - ლუის სუარესმა ახალი ტატუ გაიკეთა
Aa
Aa

ოჯახი და გოლის აღნიშვნა - ლუის სუარესმა ახალი ტატუ გაიკეთა

"ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ახალი ტატუ გაიკეთა და ქომაგებს ამის შესახებ საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან ამცნო.

მეოჯახე "ელ პისტოლერომ" ტატუ კისერზე გაიკეთა. სამი თითი, რომელსაც ის გოლის აღნიშვნის დროს კოცნის.

 

ის ყველა გოლს მის ოჯახს უძღვნის - მეუღლე სოფია და ორი შვილი - დელფინა (გოგო) და ბენჟამინი (ბიჭი). ამის შესახებ სუარესმა რამდენიმე თვის წინ ისაუბრა.

აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესი ტრავმის შემდეგ მოედანს კატალონიურ დერბიში დაუბრუნდა და თავისი გოლის გატანაც შეძლო.

"ბარსამ" "ესპანიოლს" 4:0 სძლია და ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები