''ჩიხურამ'' ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა
Aa
Aa

''ჩიხურამ'' ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა

საქართველოს ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა. საჩხერის ''ჩიხურამ'' შინ 2:1 დაამარცხა ბოლნისის ''სიონი.'' სოსო ფრუიძის გუნდმა სატურნირო ცხრილში 64 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ბოლნისურ კლუბთან შეხვედრაში გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა. ერთადერთი საპასუხო გოლი ლაშა ლეჟავას ანგარიშზეა.

''ჩიხურას'' ფეხბურთელები ევროსაგზურის მოპოვებას ზეიმობენ

მე-4 ადგილისთვის გორის ''დილაც'' იბრძოდა, თუმცა ''დინამოსთან'' მოგების მიუხედავად ''ჩიხურას'' 1 ქულით ჩამორჩა და მე-5 ადგილი დაიკავა.

სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში ზაურ სვანაძის გაწვრთნილი თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' გორის ''დილასთან'' 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები კოვტალიუკისა და გიორგი გადრანის ანგარიშზეა, რომლებიც ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელები არიან. შაშიაშვილის გუნდის კარში ერთადერთი გოლი აკაკი შულაიამ შეაგდო.

ქუთაისის ''ტორპედომ'' შინ ''კოლხეთი'' 4:0 გაანადგურა და 69 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ''ტორპედოსთვის'' თენგიზ წიქარიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო-თითო გოლი ჰასელბაინკისა და მილოშ ლაჩნის ანგარიშზეა.

თბილისის ''ლოკომოტივმა'' თეიმურაზ შონიას ერთადერთი გოლით ''რუსთავი'' დაამარცხა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 44 ქულით სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.

მთავარი ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები