დიეგო მარადონა ჩვეულ სტიქიაშია...
Aa
Aa

დიეგო მარადონა ჩვეულ სტიქიაშია...

გამთენიისას დიეგო მარადონას „დორადოსმა“ ფინალური დაპირისპირება დათმო და პირველი დივიზიონის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა. ლეგენდარული არგენტინელის კლუბი „სან ლუისთან“ ორი მატჩის ჯამში, 4-3, დამარცხდა…

მარადონა დაპირისპირებას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. შეგახსენებთ, რომ დიეგო წინა შეხვედრაში მეტოქე გუნდის მწვრთნელზე განხორციელებული მუქარის გამო მოედნიდან გააძევეს…

58 წლის არგენტინელი კრიტიკის ობიექტად ჯერ კიდევ მატჩის მიმდინარეობისას იქცა. ერთ-ერთ ეპიზოდში მარადონა ლუდის ბოთლთან ერთად დააფიქსირეს, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა.

სამწუხაროდ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. შეხვედრის შემდეგ იგი მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა და მათთვის ხელის დარტყმაც სცადა. მარადონას გაბრაზება "სან ლუისის" ქომაგების სიმღერამ და შეძახილებმა განაპირობა, რომლებიც მის ჭარბწონიანობას ეხებოდა.

 

მარადონა დაცვის წევრებმა ინციდენტის ადგილს გაარიდეს, თუმცა ეს უკანასკნელი დაბრუნებას ითხოვდა: „მინდა რომ მან ეს ყველაფერი პირისპირ მითხრას“!

 

მსგავსი სიახლეები