Aa
Aa

კიტეიშვილის სადებიუტო გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში გრაცის ''შტურმმა'' შინ ათკაციანი ''ვოლფსბერგერი'' 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, რომელმაც ავსტრიული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

88-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში მე-14 მატჩი ჩაატარა.

რუსთავის ''მეტალურგისა'' და თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბს მიმდინარე სეზონში შეუერთდა.

12-გუნდიან ბუნდესლიგაში ''შტურმი'' 22 ქულით მე-6 ადგილზეა.

ფოტო: sksturm.at

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები