Aa
Aa

დემიენ ლილარდმა "პორტლენდის" ისტორია დაწერა

დემიენ ლილარდს „პორტლენდის“ ისტორიაში შესასვლელად სულ რაღაც 3 მეოთხედი დასჭირდა.

28 წლის გამთამაშებელმა „ორლანდოსთან“ შეხვედრისას კალათში პერიმეტრიდან ნასროლი 10 ბურთი მოათავსა და ამ მაჩვენებლით „ტრეილ ბლეიზერსის“ რეკორდი დაამყარა. აქამდე „პორტლენდის“ მაისურით ერთ შეხვედრაში 10 სამქულიანი არცერთ კალათბურთელს ჰქონდა ჩაგდებული.

ლილარდის საოცარი თამაშის წყალობით „ტრეილ ბლეიზერსმა“ 115 – 112 მოიგო. დემიენმა 41 ქულა დააგროვა, 8 მოხსნა მიითვალა და აქტივში 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

„პორტლენდმა“ ფლორიდელებთან მიღწეული გამარჯვებით სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ლილარდი და კომპანია შემდეგ შეხვედრას „დენვერის“ წინააღმდეგ გამართავს.

„ტრეილ ბლეიზერსი“ 13 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები