უსმან დემბელე
Aa
Aa

უსმან დემბელე "ბარსელონას" დატოვებას აღარ აპირებს?

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის, უსმან დემბელეს, მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.

სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები "ბლაუგრანას" მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდნენ, რასაც უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა.

ესპანური გაზეთები იუწყებოდნენ, რომ დემბელეს კატალონიური გუნდის დატოვება სურდა. ფრანგმა შემტევმა "ბარსას" ბოსებს გუნდიდან გაშვების თხოვნით მიმართა და გამართული შეხვედრისას სწორედ ეს საკითხი განიხილეს, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ჭორი გამოდგა.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ინფორმაციით 21 წლის შემტევი "ბლაუგრანას" დატოვებას არ აპირებს და მისი გაყიდვა არც "ბარსელონას" სამომავლო გეგმებში შედის.

კატალონიური გრანდის გენერალური მენეჯერის, პეპ სეგურას, თქმით ხსენებული შეხვედრა რუტინულ ხასიათს ატარებდა და ფეხბურთელის გასხვისების საკითხი არ განიხილება.

მიუხედავად ყველაფრისა უცხოური ტაბლოიდები იუწყებიან, რომ "ბარსელონა" ნეიმარის ტრანსფერში სწორედ დემბელეს ჩართვას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები