ფაბრეგასი, კრისტენსენი, კეჰილი! „მილანმა“ „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები დაიწყო
Aa
Aa

ფაბრეგასი, კრისტენსენი, კეჰილი! „მილანმა“ „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები დაიწყო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მილანი“ „ლონდონის ჩელსის“ სამი ფეხბურთელის გადმობირებას შეეცდება. „როსონერის“ წარმომადგენლებს საკუთარ რიგებში ფაბრეგასის, კრისტენსენის და კეჰილის ხილვა სურთ.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით მილანური კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, ლეონარდომ, „ჩელსის“ პრეზიდენტთან, მარინა გრანოვსკაიასთან სატელეფონო საუბარი უკვე გამართა და შესაძლო ტრანსფერები განიხილა.

Football Italia-ს ინფორმაციით „როსონერის“ მთავარი სამიზნე ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასია. ამ უკანასკნელს "ლურჯებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და გამორიცხული არაა „არისტოკრატებმა“ მისი გაყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვიტონ.

რაც შეეხება კეჰილსა და კრისტენსენს, მილანელები მათი გადმობირებით დაცვის ხაზში არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ლუკას ბილია, ჯაკომო ბონავენტურა და მატია კალდარა გუნდს ტრავმის გამო დიდი ხნით ვერ დაეხმარებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები