სუარესმა დაასახელა გუნდი, სადაც სიამოვნებით დაბრუნდებოდა
Aa
Aa

სუარესმა დაასახელა გუნდი, სადაც სიამოვნებით დაბრუნდებოდა

კატალონიის „ბარსელონას“ ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა „ESPN”-თან მიცემულ ინტერვიუში მისი ყოფილი კლუბის, „ლივერპულის“ შესახებ ისაუბრა, და „მერსისაიდული“ კლუბის გულშემატკივრები საკმაოდ თბილად მოიხსენია.

„მე ძალიან მენატრება „ლივერპულის“ გულშემატკივრები. „ენფილდზე“ წარმოუდგენელი ატმოსფეროა და შეუძლებელია იქ მოტივაციის გარეშე ითამაშო. ვისაც კი „მერსისაიდული“ გუნდის მაისურით უასპარეზია, კლუბის მხარდამჭერებით ყველა აღფრთოვანებულია. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. ინგლისში დაბრუნების შემთხვევაში, მხოლოდ "ლივერპულში" ვითამაშებ" - განაცხადა ლუის სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესი 2014 წელს „ბარსელონაში“ სწორედ „ლივერპულიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები