Aa
Aa

"ბარსელონას" რომელ ვარსკვლავს სთავაზობს პერესი წელიწადში 35 მილიონს?

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის გადასაბირებლად ძალისხმევას არ იშურებს. როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა „Sport“-ი იუწყება, პერესი მზადაა, ნეიმარს წლიურ ხელფასად 35 მლნ ევრო შესთავაზოს.

ნეიმარის შეძენით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ერთბაშად ორ მიზანს მიაღწევს - გააძლიერებს თავის გუნდს და ამავდროულად, დაასუსტებს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „რეალი“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 190 მლნ ევროს გადახდას აპირებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები