ნგოლო კანტემ
Aa
Aa

ნგოლო კანტემ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნგოლო კანტემ "ლონდონის ჩელსისთან" ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 2016 წელს გამობარგდა. მის სანაცვლოდ "ლურჯებმა" 30 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

კანტე ანტონიო კონტეს კოლექტივის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის გამარჯვებულის სტატუსი დაისაკუთრა. სიტუაცია არც მაურიციო სარის მოსვლის შემდეგ შეცვლილა და იტალიელი სპეციალისტის სათამაშო სქემაში ნგოლოს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

კანტემ კონტრაქტის გაფორმების თაობაზე "არისტოკრატების" ოფიციალურ ვებგვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ. ლონდონურ კლუბში ორი შესანიშნავი წელიწადი გავატარე და იმედი მაქვს წინ უფრო დიდი წარმატება მელის".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები