ჰანს-პეტერ ბრიგელმა
Aa
Aa

ჰანს-პეტერ ბრიგელმა "ბუნდესნაკრების" კრიზისს საკმაოდ უცნაური ახსნა მოუძებნა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰანს-პეტერ ბრიგელმა, ეროვნული გუნდის პრობლემებს საკმაოდ უცნაური ახსნა მოუძებნა. მისი განცხადებით „ბუნდესმანშაფტში“ არსებული კრიზისის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არც მეტი, არც ნაკლები, პეპ გუარდიოლაა...

მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი „ბაიერნს“ 2013-დან 2016 წლამდე წვრთნიდა და „რეკორდმაისტერთან“ ერთად რამდენიმე ტიტული დაისაკუთრა. მიუხედავად ამისა ბრიგელი მიიჩნევს რომ ესპანელი სპეციალისტის ფილოსოფიამ გერმანულ ფეხბურთში დამკვიდრებული შეხედულებების და მენტალიტეტის ტრანსფორმაცია განაპირობა.

„ჩვენ გონებიდან ძალიან მარტივი რამ ამოგვივარდა: ფეხბურთში ბურთის კონტროლზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწეული შედეგია".

"გუარდიოლას მოსვლის შემდეგ რაღაც ნამდვილად შეიცვალა! ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ხედვა, თითქოს წარმატების მისაღწევად 75 პროცენტიანი ბურთის ფლობაა საჭირო. რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ბურთის კონტროლი საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ".

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და საფრანგეთის მიერ მოგებულმა მუნდიალმა გვიჩვენა, რომ წარმატების მიღწევა ბურთის მეტოქისთვის დათმობით და 50 პროცენტზე ნაკლები ბურთის ფლობითაც შეიძლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები