სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ჩემპიონატი - "თოვლის ბაშო" ხარაგაულში!
„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ 22 დეკემბერს, ატარებს სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ჩემპიონატს. „დევების ბაშოს“ შემდეგ, ხარაგაული „თოვლის ბაშოს“ უმასპინძლებს.
ტურნირის მიზანი საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია, ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
„თოვლის ბაშო“ ჩატარდება ღია ცის ქვეშ, თოვლისაგან გაკეთებულ დოჰიოზე.
საპრიზო ფონდი, დღეის მდგომარეობით:
I ადგილი - 500 ლარი და 200 ხინკალი
II ადგილი - 300 ლარი;
სპეციალური პრიზი (სუმოს რიტუალების ყველაზე მცოდნე მებრძოლს) - 100 ლარი;
„თოვლის ბაშოს“ ჩატარების ადგილია დაბა ხარაგაული. ადგილის ცვლილების შემთხვევაში, ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ტურნირის დღეს, 13:00 საათზე გამოცხადება, ან კონტაქტი დევების ბაშოს ფეისბუქ გვერდზე. მონაწილეობის მიმღები აუცილებელად უნდა იყოს 18 წელს ზემოთ.
