მილტონ ჰეიგი:
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი: "ამ ბიჭებმა სიმამაცე და ხისიათი გამოამჟღავნეს"

16-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა სამოას ნაკრებს 24 უპასუხო ქულა გაუკეთეს და მეტოქე აქამდე რეკორდული სხვაობით, 27:19 დაამარცხეს.

ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება და „მანუ სამოას“ (გულადი სამოა) მესამე სტუმრობა თბილისში. პირველ მატჩში, 2003 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა აპიაში კუნძულელებთან ფრედ ითამაშეს, თბილისში კი სამივე რკენა მოიგეს და თანაც მზარდი სხვაობებით - 16:15 (2013 წელს), 20:16 (2016 წელს) და 27:19 წელს.

ბორჯღალოსნებმა „გულადებთან“ პირველად აიღეს ამდენი - 27 ქულა, პირველად გაუტანეს 3 ლელო და რაც ყველაზე სასიხარულოა, პირველად შეძლეს ძლიერ მეტოქესთან 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვა!

საგულისხმოა, რომ ბორჯღალოსნებმა ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი დანაკლისის და გადახალისებული შემადგენლობით მოიპოვეს. დღეს მოედანზე სამი დებიუტანტი გავიდა: თედო აბჟანდაძემ სრულად ითამაშა და გუნდს 12 ქულით შეეწია. მას კარში დარტყმებში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ ბურჯები ბექა გიგაშვილი და გურამ გოგიჩაშვილი, რომელთაც ჩვენების თამაში მნიშვნელოვნად გააძლიერეს და გუნდს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარნენ.

მილთონ ჰეიგი დებიუტანტების და მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო:

„ბედნიერები ვართ. აღსანიშნავია, რომ სამი დებიუტანტი გვყავდა, ზოგადად ახალგაზრდული გუნდით ვითამაშეთ და ასეთ პირობებში მსგავსი თამაშის მოგება ორმაგად სასიხარულოა. ამ ბიჭებმა გამოამჟღავნეს სიმამაცე, ხასიათი და გვანახეს, რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში დაბრუნება და მატჩის მოგება. ძალიან კარგები იყვნენ დებიუტანტები, განსაკუთრებით თუ მათ ასაკს გავითვალისწინებთ“.

„მეტოქის გუნდში ძალიან კარგი 15 მორაგბე თამაშობდა, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ უნდოდათ მოგება. პირველ ტაიმში რამდენიმე ბოჭვა გაგვიცუდდა, მეტოქემ მოახერხა ჩვენი წნეხში მოქვეცა, რაც პოლინეზიურ გუნდებს ჩვევიათ. შესვენებაზე სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და დაღლილ მეტოქეს შეცდომების დაშვება ვაიძულეთ“.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია ის 23 მოთამაშე, რომლებიც სამატჩო განაცხადში არიან. შეცვლაზე შესულმა ბიჭებმა თამაშის მსვლელობა შეცვალეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასტარტო 15-ში მყოფმა მორაგბეებმა დაღალეს მეტოქე, რასაც ახლების ენთუზიაზმი დაემატა და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა“.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

ცხელი ამბები