On this day - 17 წლის ჩაკვეტაძის დებიუტი თბილისის ''დინამოში''
Aa
Aa

On this day - 17 წლის ჩაკვეტაძის დებიუტი თბილისის ''დინამოში''

2016 წლის 18 ნოემბერი

საქართველოს უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის მე-13 ტურში ვიაჩესლავ გროზნის გაწვრთნილმა თბილისის ''დინამომ'' თბილისურ დერბიში ''ლოკომოტივი'' 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის რიგებში 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა.

უკრაინელმა სპეციალისტმა ქართველი ტალანტი, რომლის შეძენა დღეს კატალონიის ''ბარსელონას'' სურს, 85-ე წუთზე თამაშში ჩართო. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო, თუმცა აღნიშნული შეხვედრიდან ბადრი კეთილაძის ფოტოები შემორჩა.

თბილისის ''დინამოში'' ჩაკვეტაძის დებიუტი 22-ნომრიან მაისურში შედგა

ფოტო: fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები