„მილანი“ ბენ-არფას ტრანსფერზე მუშაობს
როგორც ფრანგული გამოცემა „L’Equipe” იუწყება, "მილანის" ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ფრანგული "ნიცას" ნახევარმცველის, ჰატემ ბენ-არფას შეძენა სურს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, იტალიელები ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდნენ.
ბენ-არფას "მილანში" გადასვლის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ფეხბურთელს "ნიცასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ფრანგების გეგმებში კი მისი უფასოდ გაშვება არ შედის.