ოფიციალურად! სანტიაგო სოლარი
Aa
Aa

ოფიციალურად! სანტიაგო სოლარი "რეალს" სამი წლით ჩაიბარებს

„მადრიდის რეალმა“ ხულენ ლოპეტეგის შემცვლელად სანტიაგო სოლარი დაასახელა და არგენტინელ სპეციალისტთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც იგი გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ სოლარი დროებით მწვრთნელად ოქტომბერში, ლოპეტეგის გუნდიდან წასვლის შემდეგ, დაინიშნა. სანტიაგოს წინამძღოლობით „რეალი" მშვენივრად გამოიყურება და უკანასკნელი 4 შეხვედრიდან ყველა მოიგო.

„სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტზე დანიშვნამდე სოლარი „ლოს ბლანკოსის“ სარეზერვო გუნდს ედგა სათავეში. „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ორი წელი გაატარა და „რეალის“ ხელმძღვანელების კეთილგანწყობა დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები