ლიბერტადორესის ფინალური ეტაპი სტუმარი გუნდების ქომაგების გარეშე ჩაივლის
Aa
Aa

ლიბერტადორესის ფინალური ეტაპი სტუმარი გუნდების ქომაგების გარეშე ჩაივლის

„ბოკა ხუნიორსის“ და „რივერ პლეიტის“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ლიბერტადორესის ფინალში გასამართი „სუპერკლასიკოს“ ორი შეხვედრა სტუმარი გუნდის გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას არგენტინის პრეზიდენტმა, მაურიციო მაკრიმ, აღნიშნა, რომ გასვლაზე მოასპარეზე კლუბის ქომაგებს საყვარელი გუნდის თამაშის საკუთარი თვალით ხილვის საშუალება უნდა ჰქონოდათ. მას მარტინ ოკამპო დაეთანხმა. ამ უკანასკნელის თქმით სტუმარი გუნდების გულშემატკივრებისთვის ორივე შეხვედრაში 4800 ადგილი გამოიყოფებოდა, თუმცა „ბოკამ“ და „რივერმა“ აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბოკა ხუნიორსმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: „ბოკა ხუნიორსმა და რივერ პლეიტმა ლიბერტადორესის ფინალთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ორივე მატჩი სტუმარი გუნდის ქომაგების გარეშე ჩაივლის“.

„გადაწყვეტილება ორშაბათს იქნა მიღებული. მოლაპარაკებები არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შტაბ-ბინაში მიმდინარეობდა და მას კლუბის პრეზიდენტებთან ერთად კლაუდიო ტაპია ესწრებოდა“.

„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად „სუპერკლასიკოსადმი“ გამოჩენილი ინტერესისა, „ბოკასა“ და „რივერის“ გულშემატკივრების მატჩებზე დაშვება ორივე კლუბს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა“.

„ყველაფერთან ერთად სტუმარი გუნდის ქომაგების გარშემო უსაფრთხო ზონის მოწყობა იქნება აუცილებელი, რაც მასპინძელი კლუბის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობას შეამცირებს“.

მსგავსი სიახლეები