სოლარის სადებიუტო მატჩი:
Aa
Aa

სოლარის სადებიუტო მატჩი: "ბიჭებმა საქმე შესანიშნავად შეასრულეს...კმაყოფილი ვარ ვინიციუსის თამაშით"

ესპანეთის სამეფო თასზე მადრიდის ‘‘რეალმა’’ სტუმრად ‘‘მელილია’’ 4:0 დაამარცხა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარის დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

‘‘გუნდმა კარგი განწყობით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ითამაშა. გავიმარჯვეთ მამაცურად, თავგანწირვით. ბიჭებმა საქმე შესანიშნავად შეასრულეს.

კმაყოფილი ვარ ვინიციუსის თამაშით. ის საკმაოდ ახალგაზრდაა, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ახლახანს ჩამოვიდა ესპანეთში. ის ეჩვევა ახალ ქვეყანას და ახალ გუნდს. ის ნიჭიერია, თუმცა სასწავლი ბევრი რამ აქვს.’’

18 წლის ვინიციუსმა ‘‘რეალის’’ სასტარტო თერთმეტეულში პირველად ‘‘მელილიასთან’’ ითამაშა და 2 საგოლე პასი შეასრულა. გოლები ბენზემამ, ასენსიომ და ოდრიოზოლამ გაიტანეს. მეოთხე გოლი კრისტო გონსალესმა შეაგდო. 21 წლის ფეხბურთელმა გოლი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა.

საპასუხო მატჩი ‘‘სანტიაგო ბერნაბეუზე’’ 5 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები