Aa
Aa

დრამატული ფინალი - კენჭაძის ძალიან დასანანი მარცხი

ბუდაპეშტში თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე 74 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ფინალში დასანანი მარცხი იწვნია.

ქართველი ფალავანი ფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა 2:2 დასრულდა, თუმცა გამათანაბრებელი ქულა რუსს ჰქონდა აღებული და ჩემპიონის ტიტულიც მას დარჩა.

ავთო აგრესიულად და დიდი მონდომებით იბრძოდა, თუმცა არ გაუმართლა და ძალიან, ძალიან დასანანი მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, კენჭაძემ ტურნირის პირველ ორთაბრძოლაში უზბეკი ბეკზოდ აბდურახმანოვი დაამარცხა. უზბეკი 8:0-ს ამარცხებდა ქართველს, თუმცა საბოლოოდ კენჭაძემ გამარჯვება მოიპოვა. უზბეკის შემდეგ კენჭაძემ პოლონელი სოკალსკი 12:2 გაანადგურა, ხოლო მერვედფინალში აზერბაიჯანელი აბუბაკაროვის ბარიერი დაძლია - 5:2.

კენჭაძეს გადამწყვეტი ბრძოლა მოქმედ ევროპის ჩემპიონ თურქ დემირტას სონერსთან ჰქონდა. ძალიან დაძაბული შეხვედრა ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით 8:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ კენჭაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ის 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონია.

ცხელი ამბები