Aa
Aa

ბრწყინვალე გიორგი ჩაკვეტაძე - ქართველი ტალანტის შესანიშნავი თამაში

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''გენტმა'' სტუმრად 4:0 გაანადგურა ''ოსტენდე.'' გამარჯვებულთა მაისურით 19 წლის ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე  1 გოლია.

59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმით ანგარიში 3:0 გახდა. 87-ე წუთზე ჩაკვეტაძემ უძლიერესად დაარტყა კარისკენ. მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე ლიმბომბემ დუბლი შეასრულა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გენტი'' 17 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები