''მესის დაბრუნების იმედი მაქვს, ის მსოფლიოში საუკეთესოა''
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ირანის ეროვნული ნაკრები 4:0 დაამარცხა. ''ალბისელესტემ'' ლეო მესის, გონსალო იგაუინისა და სერხიო აგუეროს გარეშე ითამაშა. მატჩის შემდეგ არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიონელ სკალონიმ მესის შესახებ ისაუბრა.
''იმედი მაქვს მესის არგენტინის ეროვნულ გუნდში კვლავ ვიხილავთ. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მის არყოფნაში გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ. დღეს გუნდური ფეხბურთისკენ მივისწრაფით. იმედი მაქვს ერაყთან მატჩის მონაწილენი ეროვნულ ნაკრებში თამაშს გააგრძელებენ. ნოემბრამდე მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს შევასრულებ, შემდეგ კი ნაკრებს დავტოვებ.''
არგენტინის ეროვნული ნაკრები უახლოეს ამხანაგურ მატჩს ბრაზილიასთან გამართავს. 16 ოქტომბერს სამხრეთამერიკული ნაკრებები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ითამაშებენ.