Aa
Aa

ეფექტური თოკო! შენგელიას "ბასკონიამ" ბურჯანაძის "გიპუსკოა" დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა. თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოას" უმაპსინძლა და 85:66 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა პარკეტზე 20:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 გადაცემა მოაგროვა.

რაც შეეხება ჯენინგს, მას 10 წუთი მიეცა და თავი 5 ქულით, 2 მოხსნითა და 2 გადაცემით გამოიჩინა.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, "გიპუსკოას" ქართველმა ლეგიონერმა 4 ქულა მოაგროვა და არც ისე წარმატებული მატჩი ჰქონდა.

"ბასკონია" სამი ტურის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ბურჯანაძის გუნდი კი ბოლო ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები