Aa
Aa

არის ისტორიული ფინალი! ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება!

ნკოლოზ ბასილაშვილი ბეიჯინგში მიმდინარე პეკინის 500-იანი ტურნირის ფინალში ითამაშებს!

ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მე-16 ჩოგანს ბრიტანელ კაილ ედმუნდს ორ სეტში 7:6, 6:4 სძლია.

პირველ სეტში ბასილაშვილმა და ედმუნდმა საწყის ჩაწოდებებში ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ტაიბრეიკამდე გაგრძელდა, სადაც ნიკამ 1:4-დან "დააქამბექა" და პირველი სეტი მოიგო.

ერთ საათიანი პირველი სეტის შემდეგ ნიკამ მეორე ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და ბრეიკის შემდეგ 3:0-ზე დაწინაურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ედმუნდმა ნიკას ჩაწოდების მოგება მოახერხა, ბასილაშვილმა შეხვედრის მოგება ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე შეძლო.

ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელი უკვე მსოფლიოს 28-ე ჩოგანია და გამარჯვების შემთხვევაში 22-ე გახდება.

ფინალი კვირას თბილისის დროით 15:30 საათზე შედგება და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი არგენტინელი ხუან მანუელ დელ პოტრო იქნება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები