დაბრუნება საკუთარ ფესვებთან - კრუზეს და ჰარნიკის ორიგინალური აღნიშვნა
Aa
Aa

დაბრუნება საკუთარ ფესვებთან - კრუზეს და ჰარნიკის ორიგინალური აღნიშვნა

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბრემენის ''ვერდერის'' ფეხბურთელებმა მარტინ ჰარნიკმა და მაქს კრუზემ ''ჰერტას'' კარში გატანილი გოლები fortnite-ის ცეკვით აღნიშნეს.

ჰამბურგში გაზრდილი ფეხბურთელები პროფესიული კარიერის დაწყებამდე 1998-2005 წლებში ''ფირ უნდ მარშლანდის'' შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. 2006 წელს ბრემენის ''ვერდერში'' განაგრძეს კარიერა. 2009 წელს ჰარნიკი დიუსელდორფის ''ფორტუნაში'' გადავიდა, კრუზე კი - ''ზანქტ პაულში.''

წლების შემდეგ ფეხბურთელები ბრემენის ''ვერდერში'' დაბრუნდნენ და მიმდინარე სეზონში ქომაგებს თავი გოლების ორიგინალური აღნიშვნით დაამახსოვრეს.

გერმანიის ამ მხარეში, სადაც ფეხბურთელებმა ბავშვობის წლები გაატარეს, fortnite-ის ხალხური ცეკვა ძალიან პოპულარულია. ჰარნიკის თქმით ცეკვით აღნიშვნა იყო ერთგვარი დაბრუნება საკუთარ ფესვებთან.

ბუნდესლიგის მე-5 ტურში ბრემენის ''ვერდერმა'' 3:1 დაამარცხა ბერლინის ''ჰერტა.'' მე-11 წუთზე ჰარნიკმა ანგარიში გახსნა, 66-ე წუთზე კი კრუზემ მატჩის საბოლოოო ანგარიში პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები