''მესი ''ესპანიოლში'' გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო''
Aa
Aa

''მესი ''ესპანიოლში'' გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო''

მაურისიო პოჩეტინოს თქმით 2005 წელს ლიონელ მესი ''ესპანიოლში'' გადასვლასთან ახლოს იყო. ''ტოტენჰემის'' არგენტინელი მთავარი მწვრთნელის კომენტარი espn-მა გაავრცელა.

''პირველად მის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ''ესპანიოლის'' ფეხბურთელი ვიყავი.  პატარა ბიჭი ''ბარსელონას'' აკადემიაში თამაშობდა. შემდეგ გავიგე რომ ''ესპანიოლში'' გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ზაფხულში ''ბარსელონამ'' ხუან გამპერის თასზე ფაბიო კაპელოს ''იუვენტუსთან'' ითამაშა.  მატჩში მესიმ მონაწილეობა მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ კაპელომ მესი შეაქო, კლუბმა კი მესისთან მიმართებაში გადაწყვეტილება შეცვალა.

 ის ზაფხული დამამახსოვრდა, რადგან ''იუვენტუსთან'' მესი ფანტასტიური იყო. ხუან გამპერის სახელობის თასზე შესანიშნავად ითამაშა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელთა მოსაზრება შეიცვალა და მესი ''ესპანიოლში'' არ გაუშვეს, გუნდში დატოვეს.

რომ არა ''იუვენტუსთან'' მატჩი, შეიძლებოდა მესი ''ესპანიოლის'' უდიდეს ვარსკვლავად ქცეულიყო და შესაძლოა მე კვლავ ''ესპანიოლის'' მთავარ მწვრთნელად მემუშავა.

''ბარსელონასთან'' შეხვედრამდე ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი: ''სიამოვნება მიიღეთ მოედანზე, რადგან შესაძლებლობა გეძლევათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშოთ.''

პოჩეტინო გუნდს ''ბარსელონასთან'' შეხვედრისთვის ამზადებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მეორე ტურში ''ბარსელონა'' ინგლისურ კლუბს ''უემბლიზე'' დაუპირისპრიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები