მესი:
Aa
Aa

მესი: "ბარსა ერთ მოთამაშეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული"

"ბარსელონამ" ლა ლიგის უკანასკნელ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო.

კატალონიელთა თავკაცი ერნესტო ვალვერდე 9 ქულას გეგმავდა, თუმცა გუნდი დაცვაში საშინლად თამაშობს და ყველა შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს უშვებს.

არ მუშაობს არც როტაცია. ვალვერდემ წლევანდელ სეზონში შემადგენლობა რამდენჯერმე შეცვალა და შედეგი ყოველ ჯერზე ნეგატიური იყო.

"ბილბაოსთან" ნათამაშები ფრის შემდეგ ლეო მესიმ beIN Sports-თან ისაუბრა და გუნდში არსებული პრობლემები განიხილა.

"ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც შესანიშნავი გუნდი იქნება, ძლიერი გუნდი იქნება. აქ ბრყინვალე მოთამაშეები არიან და  "ბარსა" ერთ მოთამაშე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

უკანასკნელი შედეგები რა თქმა უნდა სამწუხაროა, თუმცა მშვიდად უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ სეზონი გრძელია.

ჩვენ არ ვღელავთ, რადგან ეს მხოლოდ სეზონის სტარტია. დიახ, ბოლო თამაშების გამო განრისხებული ვართ.

ვათვითცნობიერებთ, რომ დაცვაში თამაში უნდა დავალაგოთ და ყველა შეხვედრაში გოლს არ უნდა ვუშვებდეთ.

ჩვენ გამოვიარეთ სეზონი, რომელშიც მეტოქეებს ჩვენი კარის აღება ძალიან უჭირდათ, ახლა კი რა ხდება - ყოველ შეხვედრაში გოლს ვუშვებთ. დაცვაში გაცილებით მძლავრად უნდა ვიმოქმედოთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები