ზეედორფი, მალუდა, კალაძე - საფეხბურთო ტურნირი ბათუმში
Aa
Aa

ზეედორფი, მალუდა, კალაძე - საფეხბურთო ტურნირი ბათუმში

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეთა შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი იმართება. ფიდეს პირველ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას ევროპული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები, კლარენს ზეედორფი და ფლორან მალუდა იღებენ. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ბათუმის ''დინამოს'' პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ოთარ ფედიჩკინმა მალუდასთან და ზეედორფთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. 

ტურნირში ასევე მონაწილეობს თბილისის მერი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე.

კახა კალაძე, კლარენს ზეედორგი, ფლორან მალუდა და ოთარ ფედიჩკინი

ტურნირი არკადი დვორკოვიჩის მხარდამჭერი კომპანიის, "სოკარ ჯორჯიას" ორგანიზებულია. მალუდასა და ზეედორფის ბათუმში სტუმრობა აღნიშნული კომპანიის ინიციატივას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას არკადი დვორკოვიჩი მიიღებს.

ამჟამად ზეედორფი კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ხოლო მალუდა ლუქსემბურგის ჩემპიონატში ''დიფერდანჟის'' ღირსებას იცავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები