პაპუნაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა - ''სარაგოსას'' შემტევი ერთა ლიგისთვის მზად იქნება
Aa
Aa

პაპუნაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა - ''სარაგოსას'' შემტევი ერთა ლიგისთვის მზად იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა. ''ალბასეტესთან'' შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ პაპუნაშვილს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. მან მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმა მიიღო, თუმცა დაზიანება მძიმე არაა. ამჟამინდელი ინფორმაციით ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს ერთ კვირაში განაახლებს.

crystalsport-ის ინფორმაციით 23 წლის შემტევს მატჩის შემდეგ გვიან ღამით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი ერთა ლიგის მატჩებისთვის მზად იქნება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს ანდორას უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი ლატვიას ესტუმრება.

შეგახსენებთ, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში ''ალბასეტემ'' საკუთარ მოედანზე, ''კარლოს ბელმონტეზე'' ''სარაგოსას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი ''სარაგოსასთვის'' ძალიან უიღბლო გამოვიდა. 39-ე წუთზე ''სარაგოსას'' მთავარ მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმის გამო მოედანი საკაცით დატოვა. პაპუნაშვილის მსგავსად  დაზიანება პორტუგალიელმა დიოგო ვერდასკამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები