სენსაციური შედეგი: ''ბენფიკამ'' ებრალიძის გუნდთან ქულები დაკარგა
Aa
Aa

სენსაციური შედეგი: ''ბენფიკამ'' ებრალიძის გუნდთან ქულები დაკარგა

პორტუგალიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ''შავეშისა'' და ლისაბონის ''ბენფიკას'' შორის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი ''ბენფიკამ'' რაფა სილვას გოლით მოიგო, შესვენების შემდეგ კი გაზარიანმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ''ბენფიკა'' რაფა სილვას მეორე გოლით ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა მეოთხე დამატებულ წუთზე ''შავეშის'' მრავალსვლიანი კომბინაცია გევორგ გაზარიანის გოლით დასრულდა. აღნიშნული გოლის კომბინაციაში ავთო ებრალიძე მონაწილეობდა, რომელიც თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო.

87-ე წუთზე არბიტრმა წითელი ბარათი ''ბენფიკას'' ფეხბურთელ ხერმან კონტის უჩვენა. მატჩის დარჩენილი დრო ლისაბონურმა კლუბმა რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა.

''შავეშის'' გამათანაბრებელი გოლი - კომბინაცია ებრალიძის მონაწილეობით 

6 ტურის შემდეგ პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში ''შავეშიმ'' 7 ქულა მოაგროვა. ავთო ებრალიძის გუნდი მე-8 ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლისაბონის ''ბენფიკას.'' შესაძლოა სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალოს, რადგან ''ბენფიკას'' კონკურენტებს მე-6 ტურის შეხვედრები ჯერ არ გაუმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები