არსენ ვენგერი მოედანს 68 წლის ასაკში დაუბრუნდა
ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა მონაწილეობა საქველმოქმედო მატჩში მიიღო. ფრანგმა სპეციალისტმა ალდო მიშელის საპატავცემულოდ გამართულ შეხვედრაში ითამაშა.
მატჩის მიზანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვებისთვის თანხის შეგროვება გახლდათ. შეხვედრას ფრანგი ლეგენდა და უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, დაესწრო.
სტადიონი, რომელზეც მატჩი გაიმართა გუშინ გაიხსნა და ალდო პლატინის სახელობისაა.ამ უკანასკნელმა „ნენსიში“ ვენგერს თავის გამოჩენის საშუალება 1984 წელს მისცა. ფრანგმა ალდოს მადლობა გადაუხადა და პატივი საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობით მიაგო.