ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში სამი საფეხურით აიწია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა.
ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი თუ აქამდე 96-ე ადგილზე იმყოფებოდა, ერთა ლიგაზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა 1254 ქულა დააგროვა და 93-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ რეიტინგში ყაზახეთმა და ლატვიამ რეგრესი განიცადეს.
ყაზახები ამ ეტაპზე 118-ე, ლატვიელები კი 131-ე ადგილზე არიან.
სამაგიეროდ, ანდორის ეროვნულმა გუნდმა 128-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ფიფას სანაკრებო რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს.