იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეხუთე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეხუთე ტური

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეხუთე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ კლოპის ბიჭებმა მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. 

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

„ლივერპული“ „ტოტენჰემის“ დაპირისპირება ხშირი თერთმეტმეტრიანებით გამოირჩევა. ამ გუნდებს შორის ჯამში 22 პენალტი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრა გამონაკლისი გამოდგა.

„ეტიჰად სტედიუმზე“ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 16 შეხვედრაში ლეროი სანემ 6 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ლივერპულმა“ ინგლისის უმაღლესი დივიზიონის  საწყისი 5 შეხვედრა საკუთარ ისტორიაში მესამედ მოიგო. "მერსისაიდელებმა" მსგავსი რამ 1930-31 და 1978-79 წლებში გააკეთეს.

მესუთ იოზილმა „არსენალის“ მაისურით 200-ე მატჩი ჩაატარა. გერმანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 37 გოლი და 66 გადაცემაა.

„ტოტენჰემმა“ წლევანდელ სეზონში 6 გოლი გაუშვა აქედან 5 თავური გახლდათ.

დავიდ სილვამ პრემიერ ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა. „სიტის“ ისტორიაში მსგავსი რამ მხოლოდ აგუეროს, ტურეს, ტევესს და ჯეკოს აქვს გაკეთებული.

„ბორნმუთმა“ პრემიერ ლიგის მატჩის პირველ ტაიმში სამი ან მეტი გოლის გატანა კლუბის ისტორიაში მეორედ მოახერხა.

ჯორჯინიო ვაინალდუმმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ გასვლით მატჩებში გოლის გატანა პირველად მოახერხა. ჰოლანდიელ ფეხბურთელს სტუმრად მეტოქეების კარის ასაღებად 55 დარტყმა დასჭირდა.

ვილფრიდ ზაჰამ პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში ზუსტად იმდენი გოლი შეაგდო, რამდენიც წინა 44-ში. კოტ დივუარელის ანგარიშზე 8 ბურთია.

2012 წელს „ლონდონის ჩელსიში“ გამართული სადებიუტო მატჩის შემდეგ ედენ აზარმა მონაწილეობა 114 გოლში მიიღო. ბელგიელმა მეტოქე გუნდების კარი 73-ჯერ აიღო და 41 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გრანიტ ჯაკას „არსენალის“ მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა ნახევარმცველმა მეტოქის კარის აღება ოთხივეჯერ საჯარიმოს გარედან განხორციელებული დარტყმით მოახერხა.

"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებებში ყველაზე მეტ პენალტთან ერთად ყველაზე მეტი გოლია გასული. 155!

ედენ აზარი „ჩელსის“ მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგაში ერთზე მეტი ჰეთ-თრიქი შეასრულა. აქამდე მსგავსი რამ დიდიე დროგბამ, ფრენკ ლამპარდმა და ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა გააკეთეს.

ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში მესამედ და უკანასკნელი 110 წლის მანძილზე პირველად ორმა გუნდმა საწყისი ხუთივე მატჩი მოიგო. ბოლოს ასეთი რამ 1908-09 წლების სეზონში დაფიქსირდა.

რომელუ ლუკაკუმ „მანჩესტერის“ მაისურით 39 შეხვედრაში 20 გოლი შეაგდო. „იუნაიტედის“ ისტორიაში მეტოქის კარის 20-ჯერ ასაღებად ბელგიელზე ნაკლები მატჩი მხოლოდ სამ ფეხბურთელს დასჭირდა.

რუუდ ვან ნისტელროი - 26

რობინ ვან პერსი - 32

დუაით იორკი - 34

ედენ აზარმა პრემიერ ლიგის ეგიდით „სტემფორდ ბრიჯზე“ თავი 37 შეხვედრაში გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ „არისტოკრატებს“ ამ მატჩებიდან არცერთი წაუგიათ. 34 მოგება, 3 ფრე.

სექტემბერში „ბარნლის“ გასვლითი მატჩი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 1974 წლის შემდეგ არ მოუგია. ბოლოს „კლარეტებმა“ სტუმრად „ლივერპული“ დაამარცხეს. ამ მომენტიდან „ბარნლიმ“ სექტემბერში სტუმრად 9 მატჩი გამართა, საიდანაც 2 ფრედ ითამაშა და 7 წააგო. ყველაზე საოცარი ბურთების ბალანსია... „კლარეტებმა“ 2 გოლი გაიტანეს და 26 გაუშვეს.

იარმოლენკო მეოთხე უკრაინელი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლის გატანა მოახერხა. მსგავსი რამ აქამდე რებროვმა, შევჩენკომ და ვორონინმა გააკეთეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები