Aa
Aa

Rugbyonslaught: "ფიქრობთ, რომ თქვენ ქართული რაგბი იცით?" - რევაზ ბროძელის ზღაპრული ლელო!

დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამართული მატჩი "ლელო სარასენსა" და "ვეფხვებს" შორის 28:25 დასრულდა.

მასპინძლებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს 3 ქულის სხვაობით, ხოლო ‘ვეფხვებმა’ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესებში ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვის იქნება და დიდ 10-ში პირველი ქულა ჩაიწერა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ‘ლელო-სარასენსმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გამარჯვების ლელო გაუტანა და დიდი 10-ის დებიუტანტს ზეიმი არ დააცალა.

შეხვედრა უდაოდ კარგი საცქერი იყო, თუმცა რეზი ბროძელის ლელო ნამდვილი შედევრი გახლდათ.

29-ე წუთზე ‘ვეფხვები’ წინ გაიჭრა: გურგენიძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის 22-თან აიღო, მოკლეზე გადაიკიდა და სიჩქარე აკრიფა, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები, ბურთიც საპირისპირო ფრთამდე ჩათამაშდა და რეზი ბროძელმა პატარძეულელები წინ გაიყვანა.

ამ ფენომენალურ ლელოს rugbyonslaught.com-ი გამოეხმაურა.

"ფიქრობთ, რომ თქვენ ქართული რაგბი იცით? სუპერ რაგბიში დადებული ეს ლელო თქვენს უცოდინრობას გაანადგურებს.

საქართველოს ჩემპიონატში დაფიქსირებული ასეთი ლელო იმის დასტურია, რომ თამაში ამ ქვეყანაში აშკარად ვითარდება.

საქართველოში არის მოსაზრება, რომ ისინი მხოლოდ შერკინებაში გამოირჩევიან და მხოლოდ ფორვარდების იმედად არიან.

რევაზ ბროძელმა "ვეფხვების" წინააღმდეგ დადებული ლელოთი ამ მოსაზრებას წერტილი დაუსვა".

ცხელი ამბები