ბოლქვაძე პორტუგალიაში - ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში - 1/2 ფინალი!..
Aa
Aa

ბოლქვაძე პორტუგალიაში - ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში - 1/2 ფინალი!..

20 წლის ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის პატარა ქალაქ მონტემორ-ო-ნოვო-ს 15 000-იან ტურნირზე ასპარეზობს და ერთეულთა შორის მეორე მატჩიც მოიგო.

ქართველმა გოგონამ პირველ რაუნდში ამერიკელ პრიანკა შაჰის აჯობა, რის შემდეგაც ფრანგი ვინსინ რემის წინააღმდეგობა დასძლია. პირველი სეტის 0:6 წაგების შემდეგ, რემი მეორე პარტიაშიც 0:3-ს აგებდა და შეხვედრის ჩამთავრებაზე უარი განაცხადა.

ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს 827-ე ჩოგანი, 22 წლის ჰოლანდიელი, არიან ჰარტონოა, რომელსაც კარიერაში ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული და ეს წელს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გააკეთა.

აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება, მოგვიანებით კი, ჩვენი დროით 20:00 საათიდან მარიამი წყვილთა 1/2 ფინალში ითამაშებს.

ქართველისა და ფრანგ ესტელ კაშინოს დუეტი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი და ნახევარფინალურ სტადიაზე ჟორჟო/კიტერიოს მე-4 ნომრად განთესილ პორტუგალიურ დუეტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები