შაფათავა ერთეულებში დამარცხდა, წყვილებში - მოიგო!..
Aa
Aa

შაფათავა ერთეულებში დამარცხდა, წყვილებში - მოიგო!..

ქართველი ჩოგბურთელი, სოფია შაფათავა ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში იმყოფება და იქაურ 15 000-იან ტურნირში მონაწილეობს - როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში.

შაფათავამ ერთეულებს შორის საწყისი რაუნდის მატჩი უკვე დაასრულა და, სამწუხაროდ, რუმინელ ჯორჯია კრაციუნთან 2 სეტში, 3:6; 4:6 წააგო.

სოფიამ 1 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 31-დან 22, ხოლო მეორეზე 22-დან 9 ქულა მოიგო. მან ბრეიკის შესრულების 10 შანსი მიიღო, თუმცა მხოლოდ 1 გამოიყენა, აი მეტოქემ კი 5 ბრეიკ-პოინტიდან 3 ბრეიკად გარდასახა.

29 წლის ქართველმა, წყვილთა შორის, რუმინელ იოანა გასპართან ერთად, მისივე თანამემამულეებთან - მარია ნეგოიტასა და იულია სავესკუსთან ითამაშა და საკმაოდ იოლი გამარჯვება იზეიმა. 

ქართულ-რუმინულმა დუეტმა, რომელიც ტურნირზე მე-4 განთესვითაა, მოწინააღმდეგეს მხოლოდ 4 გეიმის აღების საშუალება მისცა - 6:1; 6:3.

შაფათავა და გასპარი მომდევნო წრეში ბულგარულ-თურქულ წყვილს შეხვდებიან, რომელსაც გებრიელა მიჰაილოვა და ილაი იორუკი შეადგენენ. ეს დუეტი განუთესავია და მათთან ფავორიტად ქართველი და რუმინელი მიიჩნევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები