''გთხოვთ აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე გვიქომაგეთ''
Aa
Aa

''გთხოვთ აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე გვიქომაგეთ''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ instagram-ის story-ზე მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით დაწერა:''ლატვიასთან სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება !''

შეგახსენებთ, გურამ კაშიას მიმართ ჰომოფობიურ ნიადაგზე მუქარა გრძელდება. ულტრამემარჯვენე ძალები 9 სექტემბერ ნაკრების თამაშზე ფეხბურთელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. 

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა დაპირისპირება 9 სექტემბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდი გააუქმა. მისი ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ კაშიას UEFA-მ Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდო გადასცა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან.

მთავარი ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები